მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 48:10

9. უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა აქ. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ.10. თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა; ახლოს მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა.11. უთხრა ისრაელმა იოსებს: აღარ მეგონა თუ კიდევ გიხილავდი, ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.
დაბადება თავი 48
10. თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა; ახლოს მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20):

..., ნათქვამია, ისინი მიიყვანა, პირმშოობის უპირატესობის მიხედვით, ჯერ მანასე, ხოლო შემდეგ ეფრემი.

3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20)

აქ შენიშნე, რომ მართალს, რომელსაც სიბერისგან ხორციელი მხედველობა მოსუსტებოდა („თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად" ()), სულიერი თვალები ჯერ კიდევ ძლიერი ჰქონდა და რწმენით მომავალსაც წინასწარ ჭვრეტდა. იოსების მითითებას არ მიჰყვა, არამედ კურთხევის დროს ხელები გადაინაცვლა, უმცროს ძეს უპირატესობა მიანიჭა და მანასეს ეფრემი ამჯობინა. და თქვა: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა" (). შეხედე, რა თავმდაბლობა ჰქონდა პატრიარქს, რა ღვთისმოსავი სული! ვერ გაბედა ეთქვა: ღმერთი, რომელმაც მე სათნო ვეყავი, არამედ რა თქვა? რომელსაც სათნო ეყვნეს „მამანი ჩუენნი". ხედავ მადლიერ სულს? თუმცა ცოტა ხნის წინ თხრობისასისას ამბობდა: ლუზაში მეჩვენა ღმერთი და აღმითქვა მთელი ის მიწა ჩემთვისა და ჩემი თესლისთვის, და ხალხთა სიმრავლედ ქმნას ჩემი თესლისა, – და ამგვარად ღვთის მისდამი კეთილგანწყობის აშკარა მოწმობა ჰქონდა, მაინც თავმდაბლურ სულს ინარჩუნებდა – და ამბობს: **„ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამ...

სრულად ნახვა