მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 48:12

11. უთხრა ისრაელმა იოსებს: აღარ მეგონა თუ კიდევ გიხილავდი, ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.12. აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მიწამდე თაყვანისცა.13. ხელი მოჰკიდა ორთავეს იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, ხოლო მენაშე - ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს; და მიიყვანა მასთან.
დაბადება თავი 48
12. აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მიწამდე თაყვანისცა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

...დაბ 48:11). ბევრი, ამბობს, მომანიჭა ღვთის წყალობამ და იმაზე მეტიც, ვიდრე მოველოდი, უკეთ რომ ვთქვათ – რასაც სრულიადაც არ მოველოდი. არა მხოლოდ შენი ხილვა არ დამაკლდა, არამედ შენგან შობილი შვილებიც ვიხილე. „და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა" (). შეხედე, როგორ ასწავლიდა შვილებსაც უპირველეს ყოვლისა მოხუცისთვის შესაფერისი პატივის მიგებას. იოსებმა, ნათქვამია, ისინი მიიყვანა, პირმშოობის უპირატესობის მიხედვით, ჯერ მანასე, ხოლო შემდეგ ეფრემი.

3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20)

აქ შენიშნე, რომ მართალს, რომელსაც სიბერისგან ხორციელი მხედველობა მოსუსტებოდა („თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად" ()), სულიერი თვალები ჯერ კიდევ ძლიერი ჰქონდა და რწმენით მომავალსაც წინასწარ ჭვრეტდა. იოსების მითითებას არ მიჰყვა, არამედ კურთხევის დროს ხელები გადაინაცვლა, უმცროს ძეს უპირატესობა მიანიჭა და მანასეს ეფრემი ამჯობინა. და თქვა: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა" (). შეხედე, რა თავმდაბლობა ჰქონდა პატრიარქს,...

სრულად ნახვა