მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 48:15

14. გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო.15. აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე,16. ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.
დაბადება თავი 48
15. აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20):

...დაბ 48:10)), სულიერი თვალები ჯერ კიდევ ძლიერი ჰქონდა და რწმენით მომავალსაც წინასწარ ჭვრეტდა. იოსების მითითებას არ მიჰყვა, არამედ კურთხევის დროს ხელები გადაინაცვლა, უმცროს ძეს უპირატესობა მიანიჭა და მანასეს ეფრემი ამჯობინა. და თქვა: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა" (). შეხედე, რა თავმდაბლობა ჰქონდა პატრიარქს, რა ღვთისმოსავი სული! ვერ გაბედა ეთქვა: ღმერთი, რომელმაც მე სათნო ვეყავი, არამედ რა თქვა? რომელსაც სათნო ეყვნეს „მამანი ჩუენნი". ხედავ მადლიერ სულს? თუმცა ცოტა ხნის წინ თხრობისასისას ამბობდა: ლუზაში მეჩვენა ღმერთი და აღმითქვა მთელი ის მიწა ჩემთვისა და ჩემი თესლისთვის, და ხალხთა სიმრავლედ ქმნას ჩემი თესლისა, – და ამგვარად ღვთის მისდამი კეთილგანწყობის აშკარა მოწმობა ჰქონდა, მაინც თავმდაბლურ სულს ინარჩუნებდა – და ამბობს: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა, აბრაჰამ და ისაკ". შემდეგ: „ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან". კვლავ ამაშიც შენიშნე მისი დიდი მადლიერება. არ ამბობს თავის სათნოებაზე, არამედ ღვთისგან მისთვის მოვლინებულზე მიუთითებს და ამბობს: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე". სწორედ ის არის, ვინც ჩემ...

სრულად ნახვა