მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 48:20

19. იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა.20. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს ისრაელი და იტყვის: ღმერთმა გქნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე! და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.21. უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამა-პაპათა მიწაზე.
დაბადება თავი 48
20. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს ისრაელი და იტყვის: ღმერთმა გქნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე! და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20):

აქ შენიშნე, რომ მართალს, რომელსაც სიბერისგან ხორციელი მხედველობა მოსუსტებოდა („თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად" ()), სულიერი თვალები ჯერ კიდევ ძლიერი ჰქონდა და რწმენით მომავალსაც წინასწარ ჭვრეტდა. იოსების მითითებას არ მიჰყვა, არამედ კურთხევის დროს ხელები გადაინაცვლა, უმცროს ძეს უპირატესობა მიანიჭა და მანასეს ეფრემი ამჯობინა. და თქვა: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა" (). შეხედე, რა თავმდაბლობა ჰქონდა პატრიარქს, რა ღვთისმოსავი სული! ვერ გაბედა ეთქვა: ღმერთი, რომელმაც მე სათნო ვეყავი, არამედ რა თქვა? რომელსაც სათნო ეყვნეს „მამანი ჩუენნი". ხედავ მადლიერ სულს? თუმცა ცოტა ხნის წინ თხრობისას ამბობდა: ლუზაში მეჩვენა ღმერთი და აღმითქვა მთელი ის მიწა ჩემთვისა და ჩემი თესლისთვის, და ხალხთა სიმრავლედ ქმნას ჩემი თესლისა, – და ამგვარად ღვთის მისდამი კეთილგანწყობის აშკარა მოწმობა ჰქონდა, მაინც თავმდაბლურ სულს ინარჩუნებდა – და ამბობს: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის