მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 49:1

1. მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.2. თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ!
დაბადება თავი 49
1. მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4):

...ა, იაკობმა ეს არა მხოლოდ ეფრემისა და მანასეს კურთხევით გამოხატა, არამედ რჩეული სიქემის ძეს სამკვიდრებლად დატოვებითაც. „და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა. შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა" (). შენიშნე მართლის კეთილგონიერება: თავისი აღსასრულის დროს წინასწარ შეიცნო რა, შვილებს იხმობს თავისთან და ეუბნება: „შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა". მოდით, ამბობს, და გაიგეთ ჩემგან არა აწმყო და არა ის, რაც მალე მოხდება, არამედ ის, რაც ყველაზე შორეულ დღეებში იქნება. ამას თქვენ არა ჩემი მხრიდან, არამედ სულისგან შთაგონებით გაუწყებთ; ამიტომ წინასწარ ვაცხადებ მოვლენებს, რომლებიც მრავალი თაობის შემდეგ იქნება. ვემზადები რა ამ ცხოვრების დატოვებას, მინდა თითოეულ თქვენგანში მოვლენათა ხსოვნა დავბეჭდო, თითქოს სპილენძის ძეგლზე. ახლა იხილე, როგორ ინარჩუნებს მართალი შვილთა შეკრებისას მათი დაბადების წესრიგს და თითოეულს შესაბამის წყევლას ან კურთხევას აძლევს, ამითაც თავისი სათნოების სრულყოფილებას ავლენს. პირმშოთი იწყებს. **„რუბენ, — ამბობს, — პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...ქალწულისათჳს თქუმულ არს და არა იოსებისთჳს. აჰა ესერა გესმა განცხადებულად, ვითარმედ სახლისაგან და ტომისა დავითისი იყო ქალწული იგი. და იაკობცა მამათმთავარი იუდაჲს ტომისაგან მოასწავებდა გამოჩინებად სასოებასა მას წარმართთასა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, ვიდრემდის მოვიდეს სასოებაჲ იგი წარმართთაჲ“. არამედ სიტყუაჲ იგი მამათმთავრისაჲ იუდაჲს ტომისაგან იტყჳს, ხოლო დავითისთჳს არას მოასწავებს, რამეთუ ტომსა შინა იუდაჲს სა არა დავითისი ოდენ იყო სახელი, არამედ სხუანიცა მრავალნი. ხოლო რაჲთა არა სთქუა, თუ: ვითარ გულისჴმა-ვყო, ვითარმედ დავითის ტომისაგან იყო მარიამ, ამისთჳს გაუწყა მახარებელმან, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ“. ამას ზედა სხუაჲცა მიგითხრა უწყებაჲ მის საქმისაჲ: რჩული იყო ებრაელთა შორის, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდეს სხჳსა ტომისაგან სხუად ტომად განთხოებად ანუ ქორწინებად, არამედ ვითარცა იყვნეს ათორმეტნი ტომნი ძეთა ისრაჱლისათა, თითოეულისა ტომისა ერი ურთიერთას შეერთვოდეს და არა სხჳსა ტომისაგან ოდენ, არამედ არცა სხჳსა სახლისაგან, რომელ არს თჳსებაჲ, ჴელ-ეწიფებოდა ქორწინებად. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იოსებს ჴელ-ეწიფებოდა მოყვანებად ქალწული იგი სხჳსა ტომისაგან. აწ უკუე სიტყუაჲ იგი,...

სრულად ნახვა