მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 49:13

12. თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.13. ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.14. ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.
დაბადება თავი 49
13. ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვინისა და სამოსლის საიდუმლო და ძეთა კურთხევანი (49:12-29):

...ეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა"**; მსაჯულის სიმართლესა და დიდებას ავლენს. კბილთა და რძის ხატით სხვა არაფრის ჩვენება სურდა, გარდა იმისა, რომ სამსჯავრო ისეთივე წმინდა და ნათელი იქნება, როგორიც რძისა და კბილების ბუნებაა. „ზაბულონ, — ამბობს, — ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე" (). იხილე, ამასაც წინასწარ უწყებს დასახლების ადგილს და იმას, რომ სიდონამდე გავრცელდება. „იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა" (). „და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ" (). მას იმისთვის აქებს, რომ მიწათმოქმედება აირჩია და მიწის დამუშავება ყველაფერს აარჩია. „და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის" (). „და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა" (). „და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის" (

სრულად ნახვა