...ის ბუნებაა. „ზაბულონ, — ამბობს, — ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე" (). იხილე, ამასაც წინასწარ უწყებს დასახლების ადგილს და იმას, რომ სიდონამდე გავრცელდება. „იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა" (). „და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ" (). მას იმისთვის აქებს, რომ მიწათმოქმედება აირჩია და მიწის დამუშავება ყველაფერს აარჩია. „და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის" (). „და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა" (). „და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის" (). განკვირვებასა და გაოცებას იწვევს, როგორ ხედავდა ეს მართალი სულის თვალებით ყველაფერს წინასწარ და თავის ძეებს უწინასწარმეტყველებდა, თითოეულს რა დაემართებოდა. ის წინასწარმეტყველებს იმას, რაც დიდი...
დაბადება 49:14
13. ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.14. ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.15. ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.
დაბადება თავი 49