მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 49:15

14. ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.15. ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.16. დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.
დაბადება თავი 49
15. ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვინისა და სამოსლის საიდუმლო და ძეთა კურთხევანი (49:12-29):

...რ უწყებს დასახლების ადგილს და იმას, რომ სიდონამდე გავრცელდება. „იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა" (). „და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ" (). მას იმისთვის აქებს, რომ მიწათმოქმედება აირჩია და მიწის დამუშავება ყველაფერს აარჩია. „და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის" (). „და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა" (). „და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის" (). განკვირვებასა და გაოცებას იწვევს, როგორ ხედავდა ეს მართალი სულის თვალებით ყველაფერს წინასწარ და თავის ძეებს უწინასწარმეტყველებდა, თითოეულს რა დაემართებოდა. ის წინასწარმეტყველებს იმას, რაც დიდი ხნის შემდეგ მოხდება. „გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა" (). **„ასერ, პოხილ პური მისი და მან...

სრულად ნახვა