...დაბ 49:15). მას იმისთვის აქებს, რომ მიწათმოქმედება აირჩია და მიწის დამუშავება ყველაფერს აარჩია. „და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის" (). „და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა" (). „და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის" (). განკვირვებასა და გაოცებას იწვევს, როგორ ხედავდა ეს მართალი სულის თვალებით ყველაფერს წინასწარ და თავის ძეებს უწინასწარმეტყველებდა, თითოეულს რა დაემართებოდა. ის წინასწარმეტყველებს იმას, რაც დიდი ხნის შემდეგ მოხდება. „გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა" (). „ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა" (). „ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა" (). მოკლედ შეხო რა ამ ძეებს, იაკობი შემდეგ იოსებზე გადადის და ამბობს: „შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი" (...
დაბადება 49:17
16. დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.17. გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.18. შენგან მოველი ხსნას, უფალო!
დაბადება თავი 49