1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4)
წინა საუბარში იაკობის შესახებ საუბრის დასრულება დაგპირდით, მაგრამ, რადგან ჩვენი სიტყვა ზედმეტად გაგრძელდა, დაპირება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ამიტომ დღეს სურვილი მაქვს, წინა საუბრებიდან დარჩენილი შემოგთავაზოთ, რათა დღეს მაინც, თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე მივაღწიოთ. მაგრამ ჯერ, საყვარელნო, იმის შეხსენება გვმართებს, სად შევაჩერეთ წინა ჯერზე ჩვენი სიტყვა და რით დავასრულეთ შეგონება. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ როცა მართალმა,...