...მოისმინეს: „მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ" ()? მაშინ განსაკუთრებით, მაშინ დაუძლურდათ მათი მკლავნი „ჴელითა" ძლიერითა „იაკობისთა. მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ. ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი" (). ის, ვინც მათი მკლავნი დაასუსტა, ამბობს, ყოვლისშემძლეა. თავად ღმერთმა ჩემმა შეგეწია შენ. დაინახე ამ მართლის გულწრფელი სიყვარული უფლისადმი, რომლითაც ქვეყნიერების უფალს მხოლოდ თავის ღმერთად მოიხსენიებს; ამით არა მის უფლებას ზღუდავს და არა ქვეყნიერებაზე მის ხელმწიფებას უარყოფს, არამედ მისდამი საკუთარ ძლიერ სიყვარულს გამოხატავს. „და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო". არა მხოლოდ შეგეწია, ამბობს, არამედ გაკურთხა შენ „კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა. კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა" (). აქ იგულისხმება იოსების დიდება, სახელგანთქმულობა და ბატონობა ეგვიპტეზე; მთებისა და ბორცვების ხა...
დაბადება 49:24
23. გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.24. შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.25. მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
დაბადება თავი 49