მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 49:25

24. შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.25. მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.26. მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
დაბადება თავი 49
25. მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვინისა და სამოსლის საიდუმლო და ძეთა კურთხევანი (49:12-29):

...რა მხოლოდ შეგეწია, ამბობს, არამედ გაკურთხა შენ „კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა. კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა" (). აქ იგულისხმება იოსების დიდება, სახელგანთქმულობა და ბატონობა ეგვიპტეზე; მთებისა და ბორცვების ხატით მის სიდიადესა და ძალას აღნიშნავს, რადგან იგი ხელმწიფების უმაღლეს საფეხურზე იყო აყვანილი. ეს კურთხევები, ამბობს, „იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა" (). ეს კურთხევები, ამბობს, შენს თავზე დაიმკვიდრებს. „ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა" (). აქაც იაკობი წინასწარმეტყველებს დიდი ხნის შემდეგ მოსახდენს, კერძოდ, რომ ბენიამინი, მგელივით, თავს დაესხმის, იტაცებს, ხოცავს და ათასგვარ ბოროტებას ჩაიდენს. რადგან იაკობმა ყველა ძეს შესაბამისი კურთხევა აუწყა, ნათქვამია: **„ყოველნი ესე ძენი იაკობისნი — ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურ...

სრულად ნახვა