...იდი ხნის შემდეგ მოსახდენს, კერძოდ, რომ ბენიამინი, მგელივით, თავს დაესხმის, იტაცებს, ხოცავს და ათასგვარ ბოროტებას ჩაიდენს. რადგან იაკობმა ყველა ძეს შესაბამისი კურთხევა აუწყა, ნათქვამია: „ყოველნი ესე ძენი იაკობისნი — ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა" (). ესე იგი, თითოეულს შესაბამისი უწინასწარმეტყველა და თითოეულ ტომში მომავალი მოვლენები აუწყა. ბოლოს, სულისგან შთაგონებული განკარგულებები რომ გასცა, ეუბნება მათ: „მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა" ().
4. იაკობის აღსასრული და ძმათა სინანული (49:29-50:18)
შენიშნე, რა ნუგეშს აძლევს მათ ამ ანდერძით. მათ შეეძლოთ გაეგოთ, რომ მართალი ამას არ დაანდერძებდა, ჭეშმარიტად რომ არ სცოდნოდა მათი მომავალი დაბრუნების შესახებ და ეგვიპტის მონობისგან განთავისუფლების შესახებ. შემდეგ დაკრძალვის ადგილსაც მიუთითებს: „ქუაბსა მას მრჩობლსა, — ამბობს, — რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა" (). ეს რომ თქვა, „დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა" (...