...ითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე"** (). „და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა" ().
შენ, საყვარელო, როცა ამას ისმენ, ყურადღების მიღმა ნუ დატოვებ, არამედ დრო წარმოიდგინე, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, და იოსების წინააღმდეგ არანაირი ბრალდება ნუ წამოაყენო. მაშინ ჯერ კიდევ ჯოჯოხეთის კარიბჭეები არ იყო შემუსრული, სიკვდილის ბორკილები არ იყო განხსნილი და სიკვდილი ჯერ კიდევ მიძინებად არ ითვლებოდა. ამიტომ ადამიანები ასე იქცეოდნენ, სიკვდილის ეშინოდათ რა. ხოლო ახლა, ღვთის მადლით, სიკვდილი ძილია, აღსასრული — მიძინება, ახლა აღდგომის მტკიცე რწმენა გვაქვს, ისე, რომ ამ სიცოცხლიდან იმ სიცოცხლეში გადავდივართ რა, ვხარობთ და ვმხიარულობთ. რას ვამბობ: ამ სიცოცხლიდან იმ სიცოცხლეში? უარესიდან უკეთესში, დროებითიდან საუკუნში, მიწიერიდან ზეცისაში. ბოლოს, იოსებმა ყველაფერი აღასრულა რა, „მიიქცა ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი ღა რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს" (). მაგრამ შემდეგ იხილე, რა შიშ...