1.გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა.2.უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.3.გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს.4.როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით:5.მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები.6.თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა.7.წავიდა იოსები მამის დასამარხავად, და წაჰყვნენ მას ფარაონის მორჩილნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი.8.იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბალღები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მხარეში.9.დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი.10.მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას.11.იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა).12.ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ.13.წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან.14.დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა.15.დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით.16.შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ.17.ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს.18.მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ.19.უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ?20.თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.21.ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა.22.ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად. იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.23.მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს; მენაშეს ძის, მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ.24.უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს.25.დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები.26.მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.
1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4)
წინა საუბარში იაკობის შესახებ საუბრის დასრულება დაგპირდით, მაგრამ, რადგან ჩვენი სიტყვა ზედმეტად გაგრძელდა, დაპირება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ამიტომ დღეს სურვილი მაქვს, წინა საუბრებიდან დარჩენილი შემოგთავაზოთ, რათა დღეს მაინც, თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე მივაღწიოთ. მაგრამ ჯერ, საყვარელნო, იმის შეხსენება გვმართებს, სად შევაჩერეთ წინა ჯერზე ჩვენი სიტყვა და რით დავასრულეთ შეგონება. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ როცა მართალმა,...
1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31):
...დ შვილებს კეთილ სასოებას შთაუგონებდა, რომ ისინი ოდესმე, თუმცა არა მალე, აღთქმის მიწაზე დაბრუნდებოდნენ. და, რომ სწორედ ამ მიზეზით იძლევა ასეთ განკარგულებას, ამაში უფრო ნათლად გვარწმუნებს მისი ძე, როცა თავადაც ამბობს: „მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა" (). და, რომ რწმენის თვალით წინასწარ ჭვრეტდნენ მომავალს, მოისმინე, როგორ უწოდებს სიკვდილს განსვენებას: „დავეფლა", – ამბობს, – „მამათა ჩუენთა თანა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს" (). რა სახით? რწმენის თვალით. ამრიგად, არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს განკარგულება სულმოკლეობის საქმე იყო, არამედ დროის გარემოებებითა და მათი მომავალი გამოსვლის წინასწარხედვით მართალი ყოველგვარი განკითხვისაგან გაათავისუფლოს. ახლა კი, როცა ქრისტეს მოსვლით სიბრძნისმოყვარეობა ამაღლდა, ყველა სამართლიანად დაგმობდა ასეთ საქმეებზე მზრუნველს.
და ნურავინ მიიჩნევს საბრალოდ უცხოეთში სიცოცხლე რომ დაასრულა, ამ სოფლიდან რომ გადაისახლა უდაბნოში. არა იგი არის საბრალო, არამედ ის, ვინც ცოდვებში კვდება, თუნდაც საკუთარ სარე...