მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 50:14

13. წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან.14. დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა.15. დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით.
დაბადება თავი 50
14. დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის აღსასრული და ძმათა სინანული (49:29-50:18):

...წმენა გვაქვს, ისე, რომ ამ სიცოცხლიდან იმ სიცოცხლეში გადავდივართ რა, ვხარობთ და ვმხიარულობთ. რას ვამბობ: ამ სიცოცხლიდან იმ სიცოცხლეში? უარესიდან უკეთესში, დროებითიდან საუკუნში, მიწიერიდან ზეცისაში. ბოლოს, იოსებმა ყველაფერი აღასრულა რა, „მიიქცა ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი ღა რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს" (). მაგრამ შემდეგ იხილე, რა შიშში იყვნენ იოსების ძმები და რა საშინელება ძრწუნებდა მათ სულს. „ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას" (). შიშმა მათი გონება ძლიერ აღელვა და სინდისის ქენჯნით ტანჯულნი არ იცოდნენ, რა ექნათ. ამიტომ, ნათქვამია, მამის აღსასრულის ხილვითა და იოსებისგან მათი საქციელის სასჯელის შიშით, „მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ. ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ" (). კვლავ იხილე, როგორ ხდებიან ისინი საკუთარი თავის მამხილებელნი; შენიშნე, რა დიდია სინდისის მხილების ძა...

სრულად ნახვა