მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 50:15

14. დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა.15. დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით.16. შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ.
დაბადება თავი 50
15. დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის აღსასრული და ძმათა სინანული (49:29-50:18):

...დაბ 50:14). მაგრამ შემდეგ იხილე, რა შიშში იყვნენ იოსების ძმები და რა საშინელება ძრწუნებდა მათ სულს. „ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას" (). შიშმა მათი გონება ძლიერ აღელვა და სინდისის ქენჯნით ტანჯულნი არ იცოდნენ, რა ექნათ. ამიტომ, ნათქვამია, მამის აღსასრულის ხილვითა და იოსებისგან მათი საქციელის სასჯელის შიშით, „მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ. ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ" (). კვლავ იხილე, როგორ ხდებიან ისინი საკუთარი თავის მამხილებელნი; შენიშნე, რა დიდია სინდისის მხილების ძალა. კარგად იცით, ამბობენ, რომ სიცრუე და ცოდვა ჩაიდინეთ, რომ ბოროტება მოგაყენეთ. „და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა" (). აი, როგორ, არავისგან იძულებულნი, თავად თავს იბრალებენ და ამბობენ: მამამ შენმა თქვა: **„მიუტევენ სიცრუენი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუ...

სრულად ნახვა