...ეს შენ"** (). კვლავ იხილე, როგორ ხდებიან ისინი საკუთარი თავის მამხილებელნი; შენიშნე, რა დიდია სინდისის მხილების ძალა. კარგად იცით, ამბობენ, რომ სიცრუე და ცოდვა ჩაიდინეთ, რომ ბოროტება მოგაყენეთ. „და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა" (). აი, როგორ, არავისგან იძულებულნი, თავად თავს იბრალებენ და ამბობენ: მამამ შენმა თქვა: „მიუტევენ სიცრუენი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ, და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა". მაგრამ ეს საკვირველი, ყოველგვარი სათნოებით შემკული კაცი იმდენად შორს იყო მათი საქციელების თუნდაც ხსენებისგან, რომ მათმა სიტყვებმა შეაშფოთა. „და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ. და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ" (). დაინახე, რას ნიშნავს სათნოება, რა ძლიერი და დაუძლეველია და რა უძლურია ბოროტება. აი, ადამიანი, რომელმაც ესოდენ იტანჯა, ახლა ბატონობს, ხოლო ისინი, ვინც ძმას ასე მოექცნენ, თავად ითხოვენ მისი მონები იყვნენ — იმისი, ვინც თავად მონად გაყიდეს.
5. იოსების მიტევება და სათნოებისკენ შეგონება (50:19-25)
მაგრამ მოისმინე კიდევ, რა უმწყინარო ი...