...ანჯულნი არ იცოდნენ, რა ექნათ. ამიტომ, ნათქვამია, მამის აღსასრულის ხილვითა და იოსებისგან მათი საქციელის სასჯელის შიშით, „მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ. ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ" (). კვლავ იხილე, როგორ ხდებიან ისინი საკუთარი თავის მამხილებელნი; შენიშნე, რა დიდია სინდისის მხილების ძალა. კარგად იცით, ამბობენ, რომ სიცრუე და ცოდვა ჩაიდინეთ, რომ ბოროტება მოგაყენეთ. „და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა" (). აი, როგორ, არავისგან იძულებულნი, თავად თავს იბრალებენ და ამბობენ: მამამ შენმა თქვა: „მიუტევენ სიცრუენი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ, და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა". მაგრამ ეს საკვირველი, ყოველგვარი სათნოებით შემკული კაცი იმდენად შორს იყო მათი საქციელების თუნდაც ხსენებისგან, რომ მათმა სიტყვებმა შეაშფოთა. „და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ. და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ" (). დაინახე, რას ნიშნავს სათნოება, რა ძლიერ...
დაბადება 50:16
15. დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით.16. შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ.17. ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს.
დაბადება თავი 50