მაგრამ მოისმინე კიდევ, რა უმწყინარო იყო იოსები ძმების მიმართ, როგორ სურდა ყოველგვარი საშუალებით ენუგეშინებინა მათთვის და დაერწმუნებინა, რომ არანაირად არ შესცოდეს მის წინააღმდეგ. ეუბნება მათ: „ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი" (). ნუ გეშინიათ, ამბობს, და ნუ ღელავთ; მე ღვთის კაცი ვარ; მე ჩემს უფალს მივყვები და ვცდილობ, სიკეთით ვუპასუხო მათ, ვინც აუტანელი ბოროტება მომაყენა: „ღმრთისა ვარი მე". შემდეგ, იმას ავლენს რა, რა დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდა ღვთისგან, ამბობს: თქვენ ბოროტი განზრახვით მომექეცით, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აქცია. ასევე პავლეც ამბობდა: „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად" (). „ყოველივე", ამბობს. რას ნიშნავს — ყოველივე? ესე იგი, ყველა უსიამოვნებას, ყველა მოჩვენებით მწუხარებას ღმერთი სიკეთედ აქცევს. ზუსტად ეს აღსრულდა საკვირველ იოსებზეც. სწორედ იმან, რაც...
20. თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.21. ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა.22. ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად. იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.
დაბადება თავი 50