...? მე მოგაწვდით თქვენ და ყველას, ვინც თქვენთანაა, საჭმელ-სასმელს. „და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა". არა უბრალოდ ანუგეშებდა მათ, არამედ ისეთი მზრუნველობა ჰქონდა მათ მიმართ, რომ მთელი მათი მწუხარება გააქარწყლა. „და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისა" (). „და იხილნა იოსებ ყრმა ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე" (). „ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა" ().
და „თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა" (). აი, როგორ ზრუნავს ისიც, მამის მსგავსად, თავისი ძვლების გადატანაზე. და შენიშნე, როგორ, სურდა რა ძმების სულის გამხნევება და მათი დაბრუნების იმედის მიცემა, ჯერ წინასწარ აუწყებს მათ, რომ ისინი დაბრუნდებიან, და შემდეგ ამბობს: „თანა-აღიხუენით, გასვლისას, ჩემი ძვლებიც". ამას არა უმიზეზოდ და ტყუილად აკეთებდა, არამედ ორმაგი მიზანი ჰქონდა: პირველი, რომ ეგვიპტელებს, მისი მრავალი სიკეთის მოხსენიებით და ადამიანებს ადვილად ღმერთებად რომ აცხადებდნენ, მართლის სხეულში ასეთი უკეთურე...