მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 50:25

24. უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს.25. დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები.26. მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.
დაბადება თავი 50
25. დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების მიტევება და სათნოებისკენ შეგონება (50:19-25):

...დარწმუნებულიყვნენ, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ. ეს რომ სარწმუნო არ ყოფილიყო, მაშინ ძვლების გატანას არ დაანდერძებდა. და რაღაც უჩვეულო და საკვირველი იხსნებოდა იმაში, რომ ის, ვინც მთელს ისრაელს ეგვიპტეში კვებავდა, გასვლისას მისი მეწინავე ხდება და აღთქმულ მიწაზე შეჰყავს. „და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ" (). რისთვის აღინიშნა აქ მისი წლებიც? იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენი წლის განმავლობაში ჰქონდა ეგვიპტის მართვა ხელში. ჩვიდმეტი წლის მოვიდა ეგვიპტეში; ოცდაათი წლისა გამოცხადდა ფარაონთან და სიზმრები აუხსნა; ოთხმოცი წლის განმავლობაში ეგვიპტეზე ხელმწიფებდა. ხედავ, როგორ აღემატება ჯილდო გარჯას და რა მრავალფეროვანია მოსაგებელი? ცამეტი წლის განმავლობაში გამოცდებთან იბრძოდა, იტანდა მონობას, უსამართლო ბრალდებასა და საპყრობილეში ტანჯვას. მაგრამ, რადგან ყველაფერი მამაცურად, მადლიერებით ითმინა, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც უხვი საზღაური მიიღო. ყურადღება მიაქციე: მონობისა და პატიმრობის მცირე ხნით მოთმინებისთვის ოთხმოცი წელი სამეფოს მართავდა. ხოლო, რომ ყველაფერს სარწმუნოებით აკეთებდა და სწორედ ამ მოტივით დაანდერძა ძვლების გადატანა, მოისმინე პავლეს სიტყვები: „სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა", — და ამით...

სრულად ნახვა