მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 50:3

2. უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.3. გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს.4. როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით:
დაბადება თავი 50
3. გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის აღსასრული და ძმათა სინანული (49:29-50:18):

...მამისა თჳსისასა და ამბორს-უყო მას და ტიროდა"**. ამის შემდეგ იოსებმა მამის ანდერძის შესრულებაზე იზრუნა. „და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი" (). თავად კი ორმოც დღეს, დაფლვის დღეებს, გლოვობდა მას, „ეგჳპტე" კი — „სამეოცდაათ დღე" (). როცა ყველაფერი დადგენილი შესრულდა, იოსები ფარაონსა და მისთანებს მამის ანდერძს აცნობებს და ეუბნება: „მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე, აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე" (). საჭიროა, ამბობს, მამაჩემის ანდერძი შევასრულო. მისი ნების აღსრულების შემდეგ დავბრუნდები. ფარაონმა ეს რომ მოისმინა, ნებართვა მისცა. „და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და... ცხოვარი და ზროხა დაუტევეს" (). „და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად" (). დაინახე, რა მოშურნეობას იჩენენ ეგვიპტელები იოსებისადმი პატივისცემით. ისინი იოსებთან ერთ...

სრულად ნახვა