მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 50:2

1. გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა.2. უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.3. გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს.
დაბადება თავი 50
2. უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის აღსასრული და ძმათა სინანული (49:29-50:18):

...მბორს-უყო მას"** (დაბ 49:32, 50:1). ხედავ ძის ნაზ სიყვარულს? ხედავ მხურვალე სიყვარულს? სულის განყოფის შემდეგაც „დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ამბორს-უყო მას და ტიროდა". ამის შემდეგ იოსებმა მამის ანდერძის შესრულებაზე იზრუნა. „და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი" (). თავად კი ორმოც დღეს, დაფლვის დღეებს, გლოვობდა მას, „ეგჳპტე" კი — „სამეოცდაათ დღე" (). როცა ყველაფერი დადგენილი შესრულდა, იოსები ფარაონსა და მისთანებს მამის ანდერძს აცნობებს და ეუბნება: „მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე, აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე" (). საჭიროა, ამბობს, მამაჩემის ანდერძი შევასრულო. მისი ნების აღსრულების შემდეგ დავბრუნდები. ფარაონმა ეს რომ მოისმინა, ნებართვა მისცა. „და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და... ცხოვარი და ზროხა დაუტევეს" (). **„და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად"...

სრულად ნახვა
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31):

...დ შვილებს კეთილ სასოებას შთაუგონებდა, რომ ისინი ოდესმე, თუმცა არა მალე, აღთქმის მიწაზე დაბრუნდებოდნენ. და, რომ სწორედ ამ მიზეზით იძლევა ასეთ განკარგულებას, ამაში უფრო ნათლად გვარწმუნებს მისი ძე, როცა თავადაც ამბობს: „მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა" (). და, რომ რწმენის თვალით წინასწარ ჭვრეტდნენ მომავალს, მოისმინე, როგორ უწოდებს სიკვდილს განსვენებას: „დავეფლა", – ამბობს, – „მამათა ჩუენთა თანა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს" (). რა სახით? რწმენის თვალით. ამრიგად, არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს განკარგულება სულმოკლეობის საქმე იყო, არამედ დროის გარემოებებითა და მათი მომავალი გამოსვლის წინასწარხედვით მართალი ყოველგვარი განკითხვისაგან გაათავისუფლოს. ახლა კი, როცა ქრისტეს მოსვლით სიბრძნისმოყვარეობა ამაღლდა, ყველა სამართლიანად დაგმობდა ასეთ საქმეებზე მზრუნველს.

და ნურავინ მიიჩნევს საბრალოდ უცხოეთში სიცოცხლე რომ დაასრულა, ამ სოფლიდან რომ გადაისახლა უდაბნოში. არა იგი არის საბრალო, არამედ ის, ვინც ცოდვებში კვდება, თუნდაც საკუთარ სარე...

სრულად ნახვა