მაშასადამე, რათა ვიცოდეთ, როგორ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ასეთ აღვირახსნილობასა და გარყვნილებას მისცემოდა, მართალი მარტო იღვწოდა, სხვა სათნოებებთან ერთად, უმანკოებაშიც ხუთასი წლის ასაკამდე, წერილმა, რომ თქვა: „იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა", შემდეგ უკვე ამბობს: „და შვნა ნოე სამნი ძენი". ხედავ, საყვარელო, მართლის საკვირველ თავშეკავებას? არ გავუაროთ ამას უყურადღებოდ, არამედ, იმ დროზეც და მთელ კაცთა მოდგმაში ზედმეტი უზრუნველობით გავრცელებულ უღმრთოებაზეც ვიფიქროთ და მოვიაზროთ, რა ვაჟკაცობა და ღვთისმოყვარე ნება იყო საჭირო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გულისთქმის აღძვრას ალაგმავდე, ყველა დანარჩენის საწინააღმდეგოდ მიდიოდე და თავს შეიკავებდე არა მხოლოდ უკანონო, არამედ კანონიერი და უმანკო შეუღლებისგანაც. „და შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ. და ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა", — ნათქვამია. მეჩვენება, რომ ამ მართალმა ახლა, ღვთის განგებულების მორჩილებით, მოხსნა თავშეკავება და შვა ეს ძეები. რადგანაც გარყვნილების გამრავლებისა და უღმრთოების უკიდურესი გაძლიერების გამო ქვეყანას სრული დაღუპვა...
დაბადება 6:12
11. წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით.12. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.13. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ.
დაბადება თავი 6