შეხედე, რა უსაზღვრო სახიერებაა! როგორც მეგობარი მეგობარს, ისე ესაუბრება მართალს იმ სასჯელის შესახებ, რომლითაც კაცთა მოდგმის დასჯა სურს, და ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა მათგან, და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა". რას ნიშნავს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა"? დიდი, ამბობს, სულგრძელობა გამოვიჩინე, დიდი შემწყნარებლობა, — არ მსურდა ამ სასჯელის მოვლინება, რომლის მოვლინებასაც ვაპირებ; მაგრამ რადგანაც მათი ცოდვების ზღვარგადასული გამძაფრება ამ დრომდე გაგრძელდა, უნდა ბოლო მოვუღო და მათი უღმრთოება შევაჩერო, რათა შორს არ წავიდეს. „ჟამი კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა". შეხედე, აქაც, როგორც ზემოთ თქვა: „ყოველი ვინ გონებს" (), ისევე ახლა ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა". ყველა, ამბობს, ერთნაირადაა განწყობილი, ყველა უკანონობისკენ მიისწრაფა და ამდენ სიმრავლეში ვერც ერთი ვერ მოიძებნება, ვინც სათნოებაზე ზრუნავდეს. „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა": ჟამი დადგა, ესე იგი, ჟამი, რომელშიც დანა უნდა გამოვიყენო,...
დაბადება 6:16
15. ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;16. სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.17. აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.
დაბადება თავი 6