და აი, ღმერთმა, კიდობნის აგების ბრძანება რომ მისცა მართალს, თავად სასჯელის სახეზეც ეუბნება, რომლის მოვლინებასაც აპირებდა, და ამბობს: შენ ააშენე ეს კიდობანი, როგორც ვუბრძანე, და მე, როცა აგებას დაასრულებ, შენი ბედის მოწყობაზეც ვიზრუნებ. „ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს" (). შეხედე, როგორ თვით მუქარით აჩვენებს ღმერთი მათი ცოდვების სიდიადეს და ამბობს: ერთსა და იმავე სასჯელს მოვავლენ გონიერ და უსიტყვო ქმნილებებზე. რადგანაც ადამიანებმა თავიანთ მაღალ ღირსებას უღალატეს და უგუნურთა ბოროტებამდე ჩამოვარდნენ, სასჯელშიც არანაირი განსხვავება არ იქნება. „მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე". პირუტყვნიც, ამბობს, და ფრინველნიც, და მხეცნიც, და ოთხფეხნიც, და ყველა ქმნილება, რაც კი ცის ქვეშ არის, დაიღუპება. და, რათა იცოდე, რომ არაფერი დარჩება, ამბობს: „და რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა,...
დაბადება 6:17
16. სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.17. აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.18. შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
დაბადება თავი 6