მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 6:19

18. შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.19. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.20. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.
დაბადება თავი 6
19. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. საღვთო წერილის გულმოდგინე კვლევის შეგონება

გუშინ არცთუ მცირე სარგებელი მოგვიტანა მართალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება მოვახმარეთ. ასეთია საღვთო სიტყვათა თვისება — მცირე გამონათქვამებში დიდ სიმდიდრეს აჩვენებენ და გამოუთქმელ საუნჯეს მოანიჭებენ მათ, ვისაც გულმოდგინედ სურს მათი გამოკვლევა. ამიტომ, გთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულ არაფერს ზედაპირულად არ გავუაროთ, არამედ, იქნება ეს სახელთა ჩამონათვალი თუ მოვლენის თხრობა, მასში დამალულ საუნჯეს მოვეძიოთ. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), რადგან ყველგან მაშინვე ვერ იპოვი დაწერილის აზრს, არამედ ჩვენგან ღრმა კვლევაა საჭირო, რათა სიღრმეში მდგომი არაფერი დაგვრჩეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის