...ნება. არა მათი ცოდვების სიდიდითა თუ იმით ვმსჯელობ, რასაც იმსახურებენ, არამედ მომავალს ვჭვრეტ: მსურს, ამათაც შესაფერისი სასჯელი მივაგო და მომავალნიც ვიხსნა მათი გარყვნილებისგან. მაშ, ნუ დამწუხრდები და ნუ შეძრწუნდები ამის მოსმენით. თუნდაც მათ ცოდვათა თანაზომიერი სასჯელი ეწიოთ, შენთან კი „აღვადგინო აღთქმა ჩემი“ (). რადგანაც ყველა, ვინც აქამდე ცხოვრობდა, უღირსი გახდა და ჩემს მცნებებს მორჩილი არ იყო, „შენთან" აღვდგინებ ჩემს „აღთქუმას". ასევე პირველი ადამიანი, ამდენი კეთილმოქმედების შემდეგ, ცთუნებას დაემორჩილა და მან ჩემი მცნებები დაარღვია; შემდეგ მისი ძეც იმავე ბოროტების უფსკრულში ჩაიძირა, რისთვისაც წყევლითურთ სამუდამო სასჯელი მიიღო. მაგრამ მისმა შთამომავლებმაც ვერ მოინდომეს მისი სასჯელით გონზე მოსვლა, პირიქით, უღმრთოება კიდევ უფრო გაამრავლეს, რის გამოც გვარტომობიდანაც გამოირიცხნენ. შემდეგ, ენოქს რომ ვიპოვე სათნოების კანონის მცველი, როგორც ძალიან სათნო, ცოცხლად გარდავიცვალე, სათნოების მოქმედთათვისაც ვაჩვენე, რა ჯილდოს ღირსდებიან, და მის შემდეგ მცხოვრებთაც მისი მიმბაძველნი და მისივე გზის მიმდევარნი მინდოდა გამეხადა. მაგრამ აი, ყველა უღმრთოებისკენ გადაუხვია და ამ სიმრავლეში მხოლოდ შენ გიპოვე, ვინც წინაპრის დანაშაულის შესაბამისი ანაზ...
დაბადება 6:18
17. აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.18. შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.19. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.
დაბადება თავი 6