...ავ ქება მიეგო მართლისთვის — იმისთვის, რომ ყოველივე ისე აღასრულა, როგორც უფალმა უბრძანა, და მის მიერ ნათქვამიდან არაფერი გამოტოვა. „და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, — როგორც უფალმა აღუთქვა, — და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა, მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა" (). შენიშნე წერილის ზედმიწევნითობა, როგორ აჩვენებს არა მხოლოდ წელს, არამედ თვეს და თვით იმ დღესაც, რომელშიც წარღვნა მოხდა; რათა თავისი თხრობით შემდგომი თაობების ადამიანები უფრო ძლიერად შეაგონოს და მოვლენა უფრო საშინლად წარმოაჩინოს, ამბობს: „ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე" (). შეხედე, როგორ მოწყალებას (შემწყნარებლობას) იყენებს აქაც საღვთო წერილი, როგორ ყველაფერს კაცობრივად ამბობს. არა თუ საქანელნი იყვნენ ცაზე, არამედ წერილი ჩვენთვის ჩვეულ სიტყვებს იყენებს, თითქოს ასე ამბობს: უფალმა მხოლოდ ბრძანა — და წყალმა მაშინვე დაემორჩილა შემოქმედის ბრძანებას და, ყოველი მხრიდან შემოდინებული, მთელი ქვეყანა დაფარა. ხოლო ის, რომ ღმერთმა წარღვნა ორმოც დღესა და ღამეს მოავლინა, ესეც მისი კაცთმოყ...
დაბადება 7:10
9. წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის.10. შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად.11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
დაბადება თავი 7