მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 7:11

10. შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად.11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.12. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
დაბადება თავი 7
11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაცთმოყვარეობის საშუალებანი და წარღვნის დაწყება (7:7-16):

...მედ თვეს და თვით იმ დღესაც, რომელშიც წარღვნა მოხდა; რათა თავისი თხრობით შემდგომი თაობების ადამიანები უფრო ძლიერად შეაგონოს და მოვლენა უფრო საშინლად წარმოაჩინოს, ამბობს: „ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე" (). შეხედე, როგორ მოწყალებას (შემწყნარებლობას) იყენებს აქაც საღვთო წერილი, როგორ ყველაფერს კაცობრივად ამბობს. არა თუ საქანელნი იყვნენ ცაზე, არამედ წერილი ჩვენთვის ჩვეულ სიტყვებს იყენებს, თითქოს ასე ამბობს: უფალმა მხოლოდ ბრძანა — და წყალმა მაშინვე დაემორჩილა შემოქმედის ბრძანებას და, ყოველი მხრიდან შემოდინებული, მთელი ქვეყანა დაფარა. ხოლო ის, რომ ღმერთმა წარღვნა ორმოც დღესა და ღამეს მოავლინა, ესეც მისი კაცთმოყვარეობის უდიდესი დამოწმებაა. თავისი დიდი სახიერებისამებრ, სურდა, რომ თუნდაც ზოგიერთი მათგანი გონს მოსულიყო და სრული დაღუპვისგან გადარჩენილიყო, თვალწინ რომ უხილავდა მახლობელთა სიკვდილსაც და თავს მოწეულ უბედურებასაც. მართლაც, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პირველსავე დღეს ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხრჩო; მეორე დღეს კიდევ უფრო მეტი; ისევე მესამეში და დანარჩენ დღეებში. აი, რატომ განსაზღვრა ღმერთმა წარღვნის ხანგრძლივობა ორმოც დღედ დ...

სრულად ნახვა