მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 7:5

4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.6. ექვსასი წლისა იყია ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად.
დაბადება თავი 7
5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ნინეველთა სინანული და ნოეს თანამედროვეთა მოუნანიებლობა (7:5):

...სათნოებისკენ მოიქცეოდნენო. აი, რისთვისაც გვაცნობებს წლების რაოდენობის შესახებ და კიდობნის აგებას ბრძანებს. ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ შვიდი დღით ადრე წინასწარმეტყველებს, რათა ბაგეს დაუკრას ყველა ურცხვად მეტყველს, ვინც გაუგონარი სიტყვების თქმას ბედავს. „და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან" (), — ნათქვამია. შეხედე, როგორ ახლა საღვთო წერილი მართლის მადლიერებასა და მორჩილებას ამოწმებს, აჩვენებს რა, რომ მან არცერთი ბრძანება უყურადღებოდ არ დატოვა, არამედ ყველაფერი აღასრულა და ამით თავისი სათნოების მტკიცებულება წარმოადგინა.

8. შეგონება სინანულისა და სათნოებისკენ

ამ მართალს მივბაძოთ ჩვენც; ვეცადოთ, ღვთის მიერ მოცემულ მცნებებს აღვასრულოთ და ჩვენთვის ღვთისგან მოცემული რჯულისადმი არ ვიყოთ უყურადღებონი, არამედ მუდამ ვიხსენებდეთ და მათ აღსრულებაზე ვიზრუნოთ; არ ვაკეთოთ დაუდევრად იმას, რაზეც ჩვენი ცხონება არის დამოკიდებული, განსაკუთრებით როცა ახლა ჩვენგან სათნოების მით უფრო მაღალი ხარისხი მოითხოვება, რამდენადაც უფრო მაღალი სიკეთეები მივიღეთ. ამიტომაც ქრისტემ თქვა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა" (). ჩავუფ...

სრულად ნახვა