მაგრამ აი, კიდევ სხვა კითხვა გვიდგას წინ: რატომ (ნაბრძანები იყო კიდობანში შეყვანა) „არაწმიდათაგან ორ-ორი", ხოლო „წმიდათაგან შვიდ-შვიდი"? და კიდევ: რატომ არა ექვსი, არა რვა, არამედ შვიდი? იქნებ ჩვენი სიტყვა უკვე ძალიან გახანგრძლივდა; მაგრამ, თუ არ დაიღალეთ და თუ გსურთ, მოკლედ ამოვხსნით ამ კითხვას თქვენთვის, საყვარელნო, როგორც ღვთის მადლი შეგვეწევა. ბევრი ბევრ ზღაპარს ამბობს ამის შესახებ და ამის გამო რიცხვთა დაკვირვებას აკეთებს. მაგრამ, რომ ეს არა დაკვირვებაა, არამედ ადამიანური უადგილო ცნობისმოყვარეობის გამოგონება, საიდანაც უამრავი ერესიც წარმოიშვა, ამას ახლავე შეიტყობთ. მართლაც, ჩვენ შევნიშნავთ (და ამ შენიშვნით ვიმედოვნებთ, რომ მოგონილის მოყვარულებს ბაგეს სავსებით დავუკრავთ), რომ წერილში ძალიან ხშირად იხმარება წყვილის რიცხვი. ასე, როცა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები ქადაგებისთვის წარავლინა, „ორ-ორისა" წარავლინა (), თვითონაც თორმეტნი იყვნენ და სახარებათა რიცხვიც ოთხია. თუმცა არ არის საჭირო, საყვარელნო, ამის შესახებ მსჯელობა, რადგან თქვენ საკმარისად ხართ მომზადებულნი, რომ ასეთი (ცარიელ...
დაბადება 7:4
3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.
დაბადება თავი 7