...ხვა ქმნილება, რომლებიც ადამიანის სამსახურისთვის არის შექმნილი. "და გამოვიდა ნოე, — ნათქვამია, — და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი... და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნიისაგან" (). უფლის ბრძანებით, ანუ, ნოემ კურთხევა რომ მიიღო: "აღორძნდით და განმრავლდით", ყველა მასთან მყოფთან ერთად გამოვიდა კიდობნიდან. და აი, მთელ დედამიწაზე ერთი მცხოვრები იყო — მართალი ცოლით, ძეებითა და მათი ცოლებით. მაგრამ კიდობნიდან გამოსვლისთანავე ის თავის მადლიერებას გამოხატავს და უფლის მიმართ მადლობას აღავლენს როგორც წარსულისთვის, ისე მომავლისთვის. მაგრამ, თუ ინებებთ, რათა არ გავაგრძელოთ სიტყვა, მართლის მადლიერების შესახებ მსჯელობა მომდევნო დღისთვის გადავდოთ; ახლანდელი საუბარი კი აქ შევაჩეროთ და გევედრებით, საყვარელნო, მუდამ გონებაში გქონდეთ ეს ნეტარი ნოე, გულმოდგინედ შეისწავლოთ მისი სათნოების სილამაზე და მისი მიმბაძველნი იყოთ. შეხედეთ, მართლაც, რა დიდია მისი სათნოების სიმდიდრე: რამდენი დღეა უკვე მის შესახებ თხრობას ვიხილავთ და დღესაც ვერ შევძელით ამ განხილვის დასრულება. და რას ვამბობ — დასრულება? რამდენიც არ უნდა ვთქვათ, ვერ...
დაბადება 8:18
17. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.18. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები.19. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.
დაბადება თავი 8