მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 8:17

16. გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები.17. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.18. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები.
დაბადება თავი 8
17. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება:

1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება

გუშინ ჩვენ ვიხილეთ კაცთმოყვარე უფლის სახიერება, თუ როგორ გამოიყვანა მართალი კიდობნიდან, განათავისუფლა იგი მასში ყოფნისგან, იხსნა ამ მძიმე და საშინელი საპყრობილისგან და დააჯილდოვა მოთმინებისთვის, სთქვა რა: "აღორძნდით და განმრავლდით" (). დღეს კი ვნახოთ ნოეს მადლიერება და აღიარება, რომლითაც მან კიდევ უფრო დიდი და მაღალი ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვა. ღმერთი ყოველთვის ასე იქცევის: როცა ხედავს, რომ ვინმე მადლიერია წინანდელისთვის, კიდევ უფრო დიდ ნიჭებს უწვდის მას. ვეცადოთ, ჩვენც ძალის მიხედვით მადლობა აღვავლინოთ უფლისადმი ჩვენთვის მისგან ბოძებული სიკეთეებისთვის, რათა კიდევ უფრო დიდი სიკეთეების ღირსნი გავხდეთ; და ნურასოდეს დავივიწყოთ ღვთის ჩვენდამი გაცხადებული ქველმოქმედება, არამედ ყოველთვის გონებაში შევინახოთ ისინი, რათა ხსოვნა მათ შესახებ მუდმივი მადლიერებისკენ გვიბიძგებდეს, თუმცა ისინი იმდენად მრავალრიცხოვანნი არიან, რომ ჩვენი გონება ვერ შეძლებს ღვთის ჩვენდამი სიკეთეთა დათვლას. მართლაც, ვის შეუძლია თუნდაც წარმოიდგინოს ყველაფერი, რაც უკვე გიბოძათ (ღვთისგან), რაც აღგითქვათ, რაც ყოველდღიურად მოგეცემათ? მან არყოფნიდან ყოფნაში მოგვიყვანა, მოგვანიჭა სხეულიც და სულიც, გ...

სრულად ნახვა