მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 9:24

23. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.24. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
დაბადება თავი 9
24. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ძმათა ცოდვების დაფარვის მოვალეობა (9:24):

...დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს»** (); ხოლო ისინი ამას საქმით უკვე ასრულებდნენ. ხედავ, როგორ ჰქონდა ბუნებას უკვე ადრე (კანონამდე) საკმარისი მოძღვარი (სათნოებისა)?

«და განიფრთხო», ამბობს წერილი, «ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან» (). «განიფრთხო», ნათქვამია. მოისმინონ მთელ დროს ნადიმებში გამტარებელთ, რარიგ დიდია ზიანი სიმთვრალისგან, და ივლტოდნენ ამ ჭუჭყისგან. «განიფრთხო», ნათქვამია. რას ნიშნავს «განიფრთხო»? რასაც ჩვეულებრივ ვამბობთ ეშმაკეულთა შესახებ, როცა გონს მოვლენ, კერძოდ, რომ ესა თუ ის გამოფხიზლდა და ეშმაკის ძალაუფლებისგან განთავისუფლდა, იგივე თქვა აქ წერილმა. მართლაც, სიმთვრალე ნებაყოფლობითი ეშმაკია, რომელიც ნამდვილ ეშმაკზე უარესად აბინდებს გონებას და მის ტყვეს ყოველ კრძალულებას ართმევს. ეშმაკეულს რომ ვხედავთ, ხშირად ვბრალობთ მას, ვთანაუგრძნობთ და ღრმა თანალმობას ვიჩენთ; მაგრამ მთვრალის ნახვისას პირიქით ვიქცევით: ვნაწყენებთ, ვბრაზდებით, ათას საყვედურს ვამბობთ. რატომ და რისთვის? იმიტომ, რომ ბოროტი ეშმაკით შეპყრობილი, რაც არ უნდა გააკეთოს, ძალდატანებით აკეთებს: იცემს, სამოსელს იხევს თუ რაიმე სირცხვილის სიტყვებს ამბობს — ეს ყველაფერი ეპატიებ...

სრულად ნახვა