მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 9:25

24. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!
დაბადება თავი 9
25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ქანაანის წყევლა და მონობის წარმოშობა (9:24-25):

ხედავ, საღვთო წერილში როგორ არაფერია უმიზნოდ და შემთხვევით ნათქვამი? «რაოდენ უყო მას», ნათქვამია, «ძემან მისმან უჭაბუკესმან. და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ» (). აი, მივედით კითხვამდე, რომელიც ყველგან მეორდება. ბევრისგან შეიძლება მოისმინო შემდეგი სიტყვები: რატომ, როცა მამამ შესცოდა და სიშიშვლე გამოაცხადა, წყევლა შვილს ეწია? ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით მოისმინეთ და ჩემგან ამ (კითხვის) ახსნა მიიღეთ. მე ვიტყვი იმას, რასაც ღვთის მადლი მოგვმადლის თქვენი სარგებლისთვის. «და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ». არა უმიზნოდ და არა ამაოდ ახსენა წერილმა (ქამის) შვილი, არამედ რაღაც ფარული მიზეზით. ნოეს სურდა ქამი დაესაჯა მისი დანაშაულისა და შეურაცხყოფისთვის და ამავე დროს არ დაერღვია ღვთის მიერ უკვე მინიჭებული კურთხევა: «აკურთხნა», ნათქვამია, «ღმერთმან ნოე და ძენი მისნი», როცა კიდობნიდან გამოვიდნენ (). ამიტომ, რომ არ ჩანდეს, თითქოს ის ღვთისგან უკვე კურთხევას მიღებულს წყევლიდა, ნოე ამჯერად თავად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის