...ამმა თავისი თავხედობით. მუდმივად ვატაროთ ეს ჩვენს გონებაში, რათა შევძლოთ პირველთა მიმბაძველნი და მოშურნენი ვიყოთ, ხოლო უკანასკნელის ბოროტ ნებასა და უკიდურეს თავხედობას ავარიდოთ თავი. «ხოლო ცხოვნდა ნოე შემდგომად წყლით რღუნისა სამასორმეოცდაათ წელ. იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაასერგისის წელ და მოკუდა» (). ნუ იფიქრებ, რომ საღვთო წერილმა ეს უმიზნოდ აღნიშნა; აქედანაც მართლის თავშეკავება დაინახე, რომ, თუმცა სიმშვიდითა და სიუხვით სარგებლობდა და კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ამდენი წელი იცოცხლა, მთელ ამ ხნის განმავლობაში შვილთა შობისგან თავს იკავებდა. წერილი არ ახსენებს, რომ მას სხვა შვილები ჰყოლოდა, ამ სამის გარდა. აქედან ისევ ქამის დიდ თავშეუკავებლობაზე დაასკვენი, რომელიც ვერ შეიგონა მამის მაგალითითაც, ასეთ თავშეკავებას რომ იჩენდა, არამედ ყველაფერში მამის საწინააღმდეგოდ იქცეოდა. ამიტომ სამართლიანად ისჯებოდა მთელი მისი შთამომავლობა მონობით, რომ ამით მისი ბოროტი მიდრეკილებანი შეკავებულიყო. შემდეგ საღვთო წერილი (ნოეს) ვაჟთა შვილებზე მოგვითხრობს და ამბობს: ქამმა შვა ქუში; შემდეგ: «ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა. ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა» (
დაბადება 9:28
27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!28. იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.29. სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.
დაბადება თავი 9