...სთვის მავნეა; მაგრამ ჩვენ მისგან თავი არა ამ მსჯელობის გამო უნდა შევიკავოთ, არამედ უფლის მცნების გამო. შემდეგ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რისთვის თქვა ღმერთმა ეს მცნება ამგვარი ზუსტობით, ანუ ადამიანთა კვლისკენ მიდრეკილების შესაკავებლად, ამბობს: "ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას" (). უმიზეზოდ არ თქვა: "ხოლო თქუენ", არამედ თითქოს ასე ეუბნება: თქვენ, მცირერიცხოვნო, მთელი მიწა აავსეთ და ეუფლეთ მას, ანუ მასზე ბატონობა და ხელმწიფება გქონდეთ, და ისარგებლეთ მით. უყურე ღვთის კაცთმოყვარეობას, როგორ ჯერ დიდ ქველმოქმედებას აღმოუჩენს, და მხოლოდ მერე აძლევს კანონსა და მცნებას. და როგორც ადამი ჯერ სამოთხეში დაასახლა და ესოდენი სიამოვნება უბოძა, და მხოლოდ მერე ხისგან თავშეკავება უბრძანა, ისე აქაც. ჯერ ღმერთმა აღუთქვა, რომ აღარ მოავლენს ასეთ საყოველთაო მოსპობას და ასეთ რისხვას აღარ გამოავლენს, არამედ ყველა სტიქიონს შეუცვლელად დატოვებს საუკუნის აღსასრულამდე თავისი დინების აღსრულებაში და წესრიგის დაცვაში; ჯერ კურთხევის ღირსნი გახადა (ნოე და მისი ძენი), უბოძა მათ წინანდელი ხელმწიფება ყველა ცხოველზე და საკვებად მოხმარების ნება დართო; მხოლოდ მერე ამბობს: "გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ". ხედავ, როგორ ჯერ ქვ...
დაბადება 9:7
6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.7. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე.8. უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად:
დაბადება თავი 9