1.გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი.2.დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.3.თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.4.მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი.5.თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.6.ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.7.გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე.8.გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.9.ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.10.შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.11.დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე.12.შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან.13.ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი.14.მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.15.ასე უთხრა ღმერთმა ნოეს:16.გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები.17.ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.18.გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები.19.ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.20.აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.21.იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.22.ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
ახლა წაკითხულ სიტყვებში გამოცხადებულია დიდი და გამოუთქმელი სიყვარული და უსაზღვრო სახიერება, რომელსაც ღმერთი აჩვენებს არა მხოლოდ ამ გონიერი არსების, ანუ ადამიანის, არამედ ყველა უტყვი ცხოველის მიმართაც. ვინაიდან ყოველივეს შემოქმედია, იგი თავის სახიერებასაც ყველა თავის ქმნილებაზე ავრცელებს და ყოველნაირად გვაჩვენებს, რა მზრუნველობა აქვს ადამიანთა მოდგმის მიმართ და რომ თავიდანვე, დასაბამიდანვე ყოველივე ჩვენი ცხონებისთვის აკეთებდა. ასე რომ, ურტყამს თუ სჯის, ერთსაც...
გუშინ ჩვენ ვიხილეთ კაცთმოყვარე უფლის სახიერება, თუ როგორ გამოიყვანა მართალი კიდობნიდან, განათავისუფლა იგი მასში ყოფნისგან, იხსნა ამ მძიმე და საშინელი საპყრობილისგან და დააჯილდოვა მოთმინებისთვის, სთქვა რა: "აღორძნდით და განმრავლდით" (). დღეს კი ვნახოთ ნოეს მადლიერება და აღიარება, რომლითაც მან კიდევ უფრო დიდი და მაღალი ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვა. ღმერთი ყოველთვის ასე იქცევის: როცა ხედავს, რომ ვინმე...
...ა იგი ვიდრემდე შვა.** - ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამეთუ "ვიდრემდე" აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად: არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში "ვიდრე განხმობამდე ნყლისა ქუეყანისაგან" (), მაგრამ იგი ხომ არც ამის შემდეგ დაბრუნებულა, და კიდევ: "მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მთ. 28,20) და აღსასრულის შემდეგ აღარ იქნება? მაშინ მით უმეტეს! მსგავსად ამისა, აქაც სიტყვები "ვიდრემდე შვა" იმ აზრით გაიგე, რომ იოსებს იგი არც შობამდე და არც შობის შემდგომად შობისა არ შეუცვნია, რადგან, როგორ შეეხებოდა ამ სიწმინდეს, როცა მისი გამოუთქმელი შობის შესახებ კარგად უწყოდა?
ძე იგი მისი პირმშოჲ. - პირმშოს მას იმის გამო კი არ უწოდებს, რომ თითქოს მარიამმა მეორე შვილიც შვა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ იგი პირველი და ერთადერთი იშვა. ქრისტე პირმშოა, რადგან პირველი იშვა და მხოლოდშობილი, რადგან ძმა არ ჰყოლია.
და უწოდა სახელი მისი იესუ. - იოსებმა ამ შემთხვევაშიც მორჩილება გამოიჩინა, რადგან ისე მოიქცა, როგორც ანგელოზმა უთხრა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:
...ეს იგი მარჯუენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორ-ჩილნენ მტერნი მისნი, და მერმე აღდგეს მარჯუენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანმცა ეშმაკმან მოიგონა ესე ანუ იკადრამცა თქუმად? ჵ თქუენ, ეშმაკთა უურცხჳნესნო!
და კუალად წერილ არს დაბადებასა შინა: „არა მოიქცა ყორანი იგი ნოესა, ვიდრემდე განჴმა ქუეყანაჲ“. არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმედ შემდგომად განჴმობისა მოიქცა. და კუალად წერილ არს: „გამობრწყინდეს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდე განკფდეს მთოვარე“. არა თუ ამას იტყჳს, თუ ამისა შემდგომად არღარა ბრწყინვიდეს სიმართლე და მშჳდობაჲ მისი. და სხუაჲ ესევითარი მრავალი არს გამოჩინებად, ვითარმედ სიტყუაჲ ესე: ვიდრემდე ანუ ვიდრემდის - სადამდის სიტყუაჲ იგი იყოს, მოასწავებს, ხოლო აღსასრულსა მის საქმისასა და ამისა შემდგომად არღარა ყოფასა არა გამოაჩინებს.
ეგრეთვე აქა არა თუ ამისთჳს თქუა: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“, რაჲთამცა მოიგონე, თუ მისა შემდგომად იცნა, არამედ „ვიდრემდე შვა ძე თჳსი“ ამისთჳს თქუა, რაჲთა უცხოჲ იგი და საკჳრველი საქმე დაამტკიცოს უთესლოდ და უხრწნელად შობისაჲ. ხოლო შემდგომი ამისი დაიდუმა, რამეთუ საკჳრველი ესე იყო და ძნიად დასარწმუნებელი: უთესლ...
...გამხნევება, ყოველგვარი შიშისგან გათავისუფლება და სრულ სიმშვიდესა და სულის სიმტკიცეში მოყვანა, აღუთქვა მას, რომ მეტად ასეთ სასჯელს არ მოავლენს.
2. ცისარტყელა — აღთქმის სასწაული (9:12-14)
მართალია, ეს მან უკვე აღუთქვა კურთხევამდეც, როდესაც, როგორც მოისმინეთ, ბრძანა: "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა" (); ხალხი, ანუ ბევრ ბოროტებას რომც სჩადიოდეს, მაინც ასეთ სასჯელს არ დავატეხ კაცობრივ მოდგმას. მაგრამ აი, გამოიჩენს რა თავის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ისევ იმასვე აღუთქვამს, რათა მართალი მშვიდად იყოს და თავის თავს ასე არ ეუბნებოდეს: ღმერთმა წინათაც კურთხევით აღნიშნა ჩვენი მოდგმა და ნება მისცა გამრავლებულიყო, მაგრამ მაინც ასეთი საყოველთაო მოსპობა მოავლინა. ამგვარად, იმისთვის, რომ მისი გონებიდან ყოველგვარი შეშფოთება ამოეძირკვა და დაერწმუნებინა, რომ ეს მეტად აღარ იქნება, ღმერთი ამბობს: როგორც წარღვნა მოვავლინე კაცთმოყვარეობით, რათა ბოროტება მოვკვეთო და მისი შემდგომი გავრცელება შემეჩერებინა, ისევე ახლაც ჩემი კაცთმოყვარეობით აღვთქვამ, რომ ამის შემდეგ ამას აღარ მოვიმოქმედებ, რათა ამჟამინდელი ცხოვრება ყოველგვარი შიშის გარეშე გაატაროთ. სწორედ ამიტომ ამბობს: "აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა", ანუ ხელშეკრულებას ვდებ. როგორც ადამიანურ...