მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დანიელი 3:17

16. შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: ნაბუქოდონოსორ, ძნელი არ არის ჩვენთვის მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა.17. აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცვცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო!18. ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი.
დანიელი თავი 3
17. აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცვცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...მაგრამ სამნი ყრმანი ასეთნი არ ყოფილან; მაშ, როგორნი იყვნენ? მოისმინე, როგორ ეუბნებიან ისინი მეფეს: „რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.“ () „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ () ხედავთ, რამდენი სარგებელია და ამაზე მეტიც, აღსასრულის უცოდინრობისაგან? ამჟამად კი ამის შესასწავლად ესეც კმარა.

ამიტომ მოდის იგი „ვითარცა მპარავი ღამისაჲ“ (): რათა თავი ბოროტებისაკენ არ წავიყვანოთ, არც უდებებაში ჩავიგდოთ, და ჩვენი ჯილდო არ მოგვეკვეთოს. ამბობს: „რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით“ (). მაშ რაღას იძიებთ ზედმეტს, თუ დარწმუნებულნი ხარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ:

...უწყებულ იყავნ შენდა, მეფეო ნაბუქოდონოსორ, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ და კერპსა მას ოქროჲსასა, რომელი შენ აღჰმართე, არა თაყუანის-ვსცემთ“. ხოლო პირველ თქუეს: „რამეთუ არს ღმერთი ცათა შინა, რომელსა ვჰმსახურებთ, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩუენდა“. რაჲსათჳს სიმრავლესა ამას გჳჩუენებ, რასა საჴუმილითა მით ცეცხლისაჲთა მექადი, რაჲსათჳს მახჳლთა ლესულთა წინამიყოფ, რაჲსათჳს მტარვალთა მესისხლეთა წარმოგჳდგინებ? ამის ყოვლისა უძლიერეს არს და უმაღლეს ღმერთი ჩუენი, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩუენდა საჴუმილისა მისგან ცეცხლისა აღგზებულისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნეს ჩუენ, მეფე. ამას ზედა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ნუუკუე ეგრეთ ინებოს ღმერთმან, რაჲთა დაიწუნენ, და თქუან სადმე ურჩულოთა მათ, თუ ვტყუოდეთ, ანუ თუ ვერ ძალ-ედვა ღმერთსა ჩუენსა ჴსნაჲ ჩუენი; ამისთჳს შესძინეს და თქუეს: „უკუეთუ არა, უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ“. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მიჴსნას საჴუმილისა მისგან და ჴელთაგან შენთა, მადლი სახიერებასა მისსა, და თუ არა ინებოს ჴსნაჲ, არამედ დავიწუნეთ, ეგრეთცა არავე ვჰმსახურებთ ღმერთთა შენთა. რამეთუ რასა...

სრულად ნახვა