...რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.“** () „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ () ხედავთ, რამდენი სარგებელია და ამაზე მეტიც, აღსასრულის უცოდინრობისაგან? ამჟამად კი ამის შესასწავლად ესეც კმარა.
ამიტომ მოდის იგი „ვითარცა მპარავი ღამისაჲ“ (): რათა თავი ბოროტებისაკენ არ წავიყვანოთ, არც უდებებაში ჩავიგდოთ, და ჩვენი ჯილდო არ მოგვეკვეთოს. ამბობს: „რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით“ (). მაშ რაღას იძიებთ ზედმეტს, თუ დარწმუნებულნი ხართ? ხოლო რომ მომავალი უცნობია, ქრისტეს ნათქვამიდან ისწავლე; და რომ სწორედ ამისთვის თქვა, მოისმინე, რას ამბობს: **„იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რო...