მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დანიელი 7:14

13. ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.14. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.15. შემიშფოთდა დანიელს სული სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს.
დანიელი თავი 7
14. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სიონის კვერთხი და მოციქულთა ძალა:

...1 კორ 15:25). მაგრამ არც იქ „ვიდრე“ და არც აქ „ვიდრემდე“ დროის საზღვრებია. თორემ როგორ დგას ის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ამბობს: „ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას“ (), და კიდევ: „სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“ (ლკ 1:33), თუ იგი მხოლოდ ამ დრომდე უნდა სუფევდეს? ხედავ, რომ სიტყვებს უბრალოდ კი არ უნდა მივაპყროთ ყურადღება, არამედ აზრებამდე ავიდეთ? ხოლო შენ, როცა გესმის, რომ წინასწარმეტყველი ამბობს: მამა ფეხთა ქვეშ აყენებსო, აქ ნურაფრით შეშფოთდები. რადგან ეს არც ისეა ნათქვამი, თითქოს ძე უძლური იყოს. რადგან პავლე ამბობს, რომ თვითონ იგი აყენებს მტრებს თავის ფეხთა ქვეშ: „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“ ().

და კვლავ ყველაფერს მას მიაწერს, როცა ამბობს: **„რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“*...

სრულად ნახვა