...ვითარ, რამეთუ ჰრქუა პირველ, ვითარმედ: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს, და აწ აქა მისცემს სულსა? რამეთუ რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: არა სული წმიდაჲ მისცა, არამედ შთაბერვითა მით მზა-ყვნა და კეთილ, შეწყნარებად მისა მო-რაჲვიდეს. რამეთუ უკუეთუ ანგელოზი იხილა რაჲ დანიელ, განჰკრთა და შეშინებულ იქმნა, ვითარმცა თავს-იდვეს მათ საშინელი იგი მადლი, არა თუმცა პირველვე განმზადებულ იყვნეს იგინი? ამისთჳსცა არა ჰრქუა, თუ: მიგიღებიეს სული წმიდაჲ, არამედ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“. და კუალად ესეცა არა უჴმარ არს, რაჲთა ვთქუათ, ვითარმედ: მაშინცა მიიღეს ძალი და ჴელმწიფებაჲ სულიერი, და არა ესრეთ, რაჲთა მკუდარ-თა აღადგინებდენ და ძალთა იქმოდიან, არამედ რაჲთა ცოდვათა შეუნდობდენ მათ, რომელნი მოიქცეოდიან ღმრთისა და ინანდენ ცოდვა-თა თჳსთა; რამეთუ მრავალ არიან მადლნი სულისა წმიდისანი, და აქა ამის ერთისა ოდენ საქმისა მადლი მიიღეს, ხოლო შემდგომად დღისა მის მეერგასისისა ყოველთა სასწაულთა და ძალთა და ენათა მადლი მიიღეს, რამეთუ მიუწდომელ არს მადლი სულისა წმიდისაჲ, და მრავალსახე არიან ნიჭნი მისნი. ხოლო ესე იქმნა, რაჲთა სცნა, ვითარმედ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა ნიჭი ერთ არს, რამეთუ რომელ საგონებელ იყოს, თუ მამისაჲ ოდენ არს, იპოვების იგი, ვითარმედ ძისაჲ...
დანიელი 7:13
12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.13. ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.14. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.
დანიელი თავი 7