...ა უფრო მამისაა, ვიდრე ძისა, როდესაც ძე თვითკმარია, საკუთარი თავით კმარობს და უძლური არ არის. ხოლო „მეუფესა მას საუკუნეთასა“ () ძის შესახებაც არის ნათქვამი: „რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი“ (). აქაც იგივეა. რადგან ჩვენთან ეს ორი ერთმანეთისგან გაყოფილია — ვამბობ, შექმნა და ფლობა: ერთი აშენებს, ქმნის და შრომობს, მეორე კი ფლობს.1 რატომ? იმიტომ, რომ მშენებელი უფრო მცირეა. იქ კი სრულებით არა: არ არის ისე, რომ ერთისა იყოს მეუფება, ხოლო მეორისა — შექმნა. რადგან როდესაც მესმის: „რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი“ (), მამას შემოქმედებით ძალას არ ვაცლი; და არც მაშინ, როცა მესმის: მამა არის „მეუფესა მას საუკუნეთასა“ (
ებრაელთა მიმართ 1:2
1. ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით,2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი,3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,
ებრაელთა მიმართ თავი 1