თარგმანი: უფალი ჩუნი იესუ ქრისტე ჴორციელად მოსლვასა მისსა გამოსლვად უწესს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "გამოვიდა მთესვარი თესვად", და კუალად იტყჳს: "მე მამისაგან გამოვედ და მოვედ". ხოლო პავლე შემოსლვად სახელ-სდებს და იტყჳს: "ოდეს შემოჰყავს პირმშოჲ სოფლად", რამეთუ შემოსლვად განჴორციელებასა მისსა იტყჳს. ესე იგი არს, რაჟამს მისცეს ჴელთა მისთა ყოველი სოფელი, რამეთუ მაშინ მოიგო ყოველი სოფელი. ხოლო ამათ სიტყუათა ყოველთა, არა ღმრთეებისათჳს, არამედ კაცობრივისა ბუნებისათჳს იტყჳს.
ებრაელთა მიმართ 1:6
5. ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“.6. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“.7. ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ - ალად ცეცხლისა“.
ებრაელთა მიმართ თავი 1