მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 10:1

1. რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი.2. ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა.
ებრაელთა მიმართ თავი 10
1. რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი.
ებრაელთა მიმართ თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ აჩრდილი აქუნდა რჩულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ (10,1).:

თარგმანი: საქმედ უწესს მის საუკუნოჲსა ცხორებასა, ხოლო ხატად საქმეთა — მოქალაქობასა ამას სახარებისასა და აჩრდილად საქმეთა ხატისა — ძუელსა მას რჩულსა, რამეთუ ხატი გამოცხადებულად-რე გამოაჩინებს სახესა მას პირმშოსა, ხოლო აჩრდილი ხატისაჲ — უბნელესად-რე. და ამისთჳს აჩრდილსა ხატისასა ამსგავსა უძლურებაჲ ძუელისა რჩულისაჲ, რამეთუ მრავალთა მსხუერპლთა აღასრულებდა წლითი-წლად, და სრულ-ყოფად კაცთა ვერ ეძლო.

თავი ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ "წმიდათა მიერ იცნობები"
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ (4,4).:

...მეცარ არიან, არამედ მამისასაცა; რამეთუ, ვითარ-იგი რომელმან ესე იხილოს, მამაჲ უხილავს, ეგრეთვე ამისისა ხედვისაგან განჴუებული მამისაცა ხედვისაგან განჴუებულ არს. რამეთუ ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუს მოციქულსა ხატად მამისა წოდებად ძისა, ვითარ-იგი იტყჳს, ვითარმედ: "შჯულსა აჩრდილი ოდენ აქუნდა ყოფადთა მათ კეთილთაჲ" (). არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ. ამას თანა ამასცა ცხად-ჰყოფს ურწმუნოთა მიმართ, ვითარ რომელსა-ესე თქუენ შეურაცხ-ჰყოფთ ვითარცა ჯუარცუმულსა, ესე თჳთ იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, რომლისა შორის იხილვების მამაჲ; ვითარ თჳთ თავადი იტყჳს, ვითარმედ: "რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ" ().

მოციქულისაჲ: რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა (4,5).

თარგმანი: ესე არს ზემო თქუმული ზაკუვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჲთა თავსა თჳსსა დიდებასა მოუყიდდეს სახარებითა ქრისტესითა. ამისთჳს აწ იტყჳს, რაჲთა არცა ვინ თავსა თჳსსა იკადრებდეს ქადაგებად, რაჲთამცა მათგან სახელ-იდებოდეს მოწაფენი ქრისტესნი, ვითარ-იგი პირველსა ებისტოლესა შინა ამხილებს მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კეფაჲსი" (), რომლითა გ...

სრულად ნახვა