...
სარგებელს ვიღებთ არა მხოლოდ სხვათა ამბების, არამედ ხშირად საკუთარი ამბების გახსენებითაც. ამას მოციქულიც აჩვენებს, როდესაც ამბობს: „მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ“ (). და საპირისპირო მხრიდანაც: „რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის?“ (). და სხვა ბრძენი ამბობს: „მოიხსენე შენი უკანასკნელი და უკუნისამდე აღარ შესცოდავ“ ()9. რადგან, თუმცაღა ეს მომავალს ეხება, საერთო სიკვდილი მაინც წარსულიდან იღებს დასაბამს. ამასვე აკეთებს პავლეც მომავლისა და წარსულის მაგალითებით, როგორც მაშინ, როცა ნუგეშისცემაა საჭირო, ისე მაშინაც, როცა სიფხიზლისკენ მიყვანაა საჭირო. იგი ამბობს: **„არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბ...