მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 10:34

33. როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ.34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.
ებრაელთა მიმართ თავი 10
34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ, გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან (2,9-10).:

...გან მოქცეულნი ქრისტიანობად, რომელთა ნაქონებნი თჳთ მათთავე ნათესავთა, ჰურიაობასა შინა დაშთომილთა, იავარ-ყვნეს, ვითარცა განძჳნებულთა მათისა მის ქრისტიანობად მოქცევისაგან. და ამას თჳთ ესევე მოციქული ცხადჰყოფს ებრაელთა მიმართსა მას შინა ებისტოლესა, ვითარმედ: "იავარის-ყოფაჲ მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ" (). და იყვნეს-ცა ნამდჳლვე ღირს ქებისა, რომელთა-იგი სიყუარულისათჳს ქრისტესისა ყოველივე ნაგევად შეჰრაცხეს, რამეთუ არა ეგოდენ იბრძოლებოდეს წარმართთაგანნი თჳსთა მათთაგან, წარმართობასა შინა დაშთომილთა, რაოდენ ჰურიათაგანნი — ჰურიაობასა შინა დაშთომილთაგან.

მოციქულისაჲ: რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისსა ყოფად (2,10).

თარგმანი: ამას მოსწრაფებასა თავისა თჳსისათჳს იტყჳს, რომელი-ესე ცხად არს, ვითარ თჳსისა საზრდელისათჳს არავისი დამამძიმებელი, მყოფთა მათთჳს ჰურიასტანს ქრისტესთჳს დაგლახაკებულთა, ყოველსა ადგილსა იღუწის ზრდად, მიმოდათხოვითა მათთჳს, და ყოვლით კერძო წარცემითა საჴმართაჲთა, და თავისაცა მიერ თჳსისა მიმრთუმელობითა მათდა სხუათა წარცემულისაჲთა.

სრულად ნახვა