მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:10

9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
ებრაელთა მიმართ თავი 11
10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):

...სა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა"** (). შემდეგ, გვასწავლის რა, თუ როგორ მწირობდა იგი რწმენით, მოციქული დაუმატებს: „რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს" (). მომავლის იმედით აწმყოს უგულებელყოფდა და, უფრო დიდ სიკეთეს მოელოდა რა, ნაკლებად ზრუნავდა აწმყო ცხოვრების სიკეთეზე. და ასე იქცეოდა ჯერ კიდევ რჯულამდე და მადლამდე. მაშ, მითხარი, რა გამართლება გვექნება ჩვენ, ასეთი დიდი ხარებისა და გამოუთქმელი სიკეთეების აღთქმის შემდეგ, დროებით სიკეთეებზე ასეთი მიჯაჭვულობით, მინდვრების ყიდვით, ყველაფერში ყოველთვის ბრწყინვის მცდელობით, ხარბობითა და ძალადობით ყოველივეს შეძენით, და ნამდვილად იმის აღსრულებით, რაზეც ნეტარი წინასწარმეტყველი, გოდებით, ამბობდა: „ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ" ()? განა სწორედ ამას არ ვხედავთ ყოველდღე — ქვრივებს არ ართმევენ ქონებას, ობლებს არ ძარცვავენ და უძლურებს ძლიერები არ ჩაგრავენ? მაგრამ არა ასე იქცეოდა ის მართალი. საფლავის ყიდვა სურდა...

სრულად ნახვა